გალერეა

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. – XVII ს.)

This gallery contains 2 photos.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა … Continue reading

გალერეა

სათაფლიის კარსტული მღვიმეები

This gallery contains 5 photos.

სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მდიდარია როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული … Continue reading

გალერეა

გოლფსტრიმის თბილი დინება

This gallery contains 3 photos.

გოლფსტრიმი (ინგლ. gulf stream) — თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე. საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება დიდი ნიუფაუნდლენდის მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია … Continue reading

გალერეა

დედამიწის შესახებ

This gallery contains 7 photos.

დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება … Continue reading

გალერეა

პირველი თოვლი!

This gallery contains 4 photos.

დილით, გარეთ რომ გავიხედე, ჩემდა გასაკვირად თოვლი დამხვდა. მართალი გითხრათ არც კი ველოდი. უცებ, თავში აზრი მომივიდა, დამეწერა თოვლზე, მაგრამ არა როგორც ესე ან ჩანახატი, არამედ გეოგრაფიული კუთხით. თოვლზე სალაპარაკო არ ისე ბევრია და მოკლედ გეტყვით, თუ რა არის თოვლი. … Continue reading

გალერეა

რა არის რუკის ლეგენდა?

This gallery contains 1 photo.

ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული. სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე. ფართობლივი ნიშნებით დიდი … Continue reading

გალერეა

მარჯნის რიფები

This gallery contains 2 photos.

მარჯნის რიფი (ინგლ. Coral reef) — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში. მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება. რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე … Continue reading

გალერეა

რა არის ვულკანი?

This gallery contains 2 photos.

                                                           ვულკანი -(ლათ. Volcanus, Vulkan– ვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული … Continue reading

გალერეა

მსოფლიო ატლასი

This gallery contains 3 photos.

აბრაჰამ ორტელიუსი (Abraham Ortelius; 2 აპრილი, 1527 – 28 ივნისი, 1598), კარტოგრაფი და გეოგრაფი, საზოგადოდ აღიარებული, როგორც პირველი თანამედროვე ატლასის შემქმნელი. დაიბადა ანტვერპენში, ამჟამად ბელგიაში. აუგსბურგში გავლენიანი ორტელიუსების ოჯახის წევრი, ის ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. განსაკუთრებით ცნობილია ჩვიდმეტ პროვინციაში მოგზაურობით; სამხრეთ, დასავლეთ, … Continue reading

გალერეა

ზამთარი

This gallery contains 1 photo.

მოგესალმებით, მეგობრებო! გარკვეული მიზეზების გამო ბლოგზე რამდენიმე დღეა ახალი არაფერი დამიპოსტავს და ახლა გადავწყვიტე დავწერო ზამთარზე, წელიწადის ყველაზე ცივ დროზე (ჩვენს კლიმატურ სარტყელში), რომელმაც უკვე შემოაღო კარი და შეგვეხო თავისი სუსხიანი ხელებით.     ზამთარი — ეს არის  წელიწადის დრო,  რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში … Continue reading

გალერეა

დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა!

This gallery contains 2 photos.

                                     დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა და ვულოცავ პოლონელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს!!!   პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიცილაური სახელი პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska), – არის ცენტრალური ევროპის სახელმწიფო, დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, … Continue reading

გალერეა

გეოგრაფიული გარსი

This gallery contains 1 photo.

გეოგრაფიული გარსი (ლანდშაფტური გარსი) — დედამიწის გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსი რთული შედგენილობისა და აგებულებისაა. იგი მთლიანად მოიცავს ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს, ატმოსფეროში სტრატოპაუზამდე ვრცელდება, ხოლო დედამიწის ქერქში ჰიპერგენეზისის არით იფარგლება (ზოგჯერ ქვედა საზღვარს … Continue reading

რა არის გეოგრაფია?

გეოგრაფია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთიანი კომპლექსს წარმოადგენს,  რომელიც შეისწავლის დედამიწის გეოგრაფიულ გარემოს, მის სტრუქტურასა და დინამიკას, მისი კომპონენტების სივრცულ განაწილებას და ურთიერთზემოქმედებას.

   გეოგრაფიის მთავარი მიზანია საზოგადოების გონივრული ტერიტორიული ორგანიზაციისა და ბუნებათსარგებლობის საშუალებების გამოკვლევა, საზოგადოების ეკოლოგიურად უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის ფუნდამენტის შექმნა. გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელოვანი ობიექტია ადამიანის და ბუნების ურთიერთგავლენა, გეოგრაფიული გარემოს  კომპონენტების განაწილებისა და ურთიერთგავლენის კანონები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ, კონტინენტურ, ოკეანურ და გლობალურ დონეებზე.

  ტერმინი გეოგრაფია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „დედამიწის აღწერას“ ნიშნავს: geo – „მიწა“, graphein– „აღწერა“.

  გეოგრაფია კაცობრიობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც პირველ რიგში მიზნათ ისახავს დედამიწის მთელი გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსის კომპლექსურ შესწავლას, მის აგებულებასა და მნიშვნელობას. ამავ დროულად, გეოგრაფიული ანუ ლანდშაფტური გარსის განვითარება იცვლება დროსა და სივრცეში. გეოგრაფია ზუსტი საბუნებისმეტყველო  მეცნიერებაა. მისი მთავარი ნაწილია ფიზიკური გეოგრაფია, რომელიც აღწერს დედამიწის გეოგრაფიულ გარსსა და მის სტრუქტურულ ნაწილებს. ფიზიკური  გეოგრაფიის მთავარი ამოცანაა მთელი დედამიწის ზედაპირის ბუნების შესწავლა და აღწერა, ბუნებრივი პროცესებისა და მისი მოვლენების გარკვევა.

 

ბლოგი იმისთვის, ვისაც უყვარს გეოგრაფია!

მოგესალმებით! მინდა გაგაცნოთ ჩემი ბლოგი და ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ თუ რატომ გადავწყვიტე დამეწერა გეოგრაფიაზე.

ალბათ, ყველა დამეთანხმებით,რომ გეოგრაფია ის საკითხია, რომელიც მოიცავს ბევრ სხვა მეცნიერებას. ის შეისწავლის ყველა იმ მოვლენას რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენ ირგვლივ, ეს იქნება წვიმა, თოვლი, ქარი თუ სხვა. ვფიქრობ, რომ ყველას გაინტერესებთ, თუნდაც რა იწვევს ქარს, სეტყვას, ცუნამს, რა ხდება მსოფლიო კონტინენტებზე და ა.შ.

ბლოგზე განთავსებული იქნება ძალიან საინტერესო სტატიები გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ვისაუბრებ ყველაფერზე რასაც გეოგრაფია შეისწავლის და ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარი მომიწევს ძალიან ბევრ რამეზე, რადგან გეოგრაფია ძალიან ფართო მცნებაა და მისი ამოწურვა შეუძლებელია.
ასე რომ გახდით ჩემი ბლოგის მკითხველები და გაიგეთ მეტი სამყაროზე… 😉