გალერეა

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. – XVII ს.)

This gallery contains 2 photos.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა … Continue reading

გალერეა

ინკების დაკარგული ქალაქი

This gallery contains 4 photos.

მაჩუ-პიქჩუ — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის … Continue reading

გალერეა

დედამიწის თხევადი ბირთვი ჟანგბადის გარეშე დარჩა

This gallery contains 2 photos.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის თხევად ბირთვში იმაზე ცოტა ჟანგბადია, ვიდრე აქამდე ეგონათ. კვლევის შედეგები გეოლოგებმა ჟურნალ Nature -ში გამოაქვეყნეს. თანამედროვე წარმოდგენებით, დედამიწის თხევადი ბირთვის 90% გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება, დანარჩენი 10% კი შედარებით მსუბუქ ელემენტებზე მოდის – გოგირდი, სილიციუმი, ნახშირბადი, … Continue reading

გალერეა

ალმასის პლანეტა???

This gallery contains 1 photo.

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირიც შესაძლოა ალმასით იყოს დაფარული. პლანეტაზე ალმასის არსებობის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს, ნასას ტელესკოპის – “სპიტცერის”- საშუალებით აკვირდებოდნენ.გამოვლენილი ობიექტი დედამიწიდან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს, რაც … Continue reading

გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორია და მნიშვნელოვანი თარიღები

დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ძველ ბერძენ მეცნიერს არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ის 384–322 წ.წ) ეკუთვნის, რომელიც ამ დასკვნამდე მთვარის დაბნელებაზე დაკვირვებამ მიიყვანა.
ძველმა ბერძენმა მეხნიერმა ერატოსთენემ (ძვ.წ.აღ–ის 276–194 წ.წ.) პირველმა შედარებით ზუსტად განსაზღვრა დედამიწის ზომები.
მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენები 15–17 საუკუნეებში განხორციელდა. ამ პერიოდს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქასაც უწოდებდნენ.
1418 წელს პორტუგალიელი პრინცის თაოსნობით მსოფლიოში პირველი გეოგრაფიული ინსტიტუტი დაარსდა.
მე–8 საუკუნეში იტალიელმა ვაჭარმა და მოგზაურმა მარკო პოლომ ვენეციიდან ჩინეთში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებისას, მისი ნაამბობის საფუძველზე რუსტიჩიანო პიზანელმა 1298 წელს დაწერა “მარკო პოლოს წიგნი”. მარკო პოლომ ევროპელებს გააცნო ჩინეთის ბუნება, აღწერა მის მიერ გავლილი გზა.
წარმოშობით იტალიელი ქრისტეფორე კოლუმბი ჯერ პორტუგალიის, მოგვიანებით კი ესპანეთის ფლოტში მსახურობდა. იგი ესპანეთის დედოფლის ბრძანებით წავიდა ექსპედიციაში დასავლეთის მიმართულებით – ინდოეთისკენ საზღვაო გზის აღმოსაჩენად. 1492 წლის აგვისტოში 3 გემისგან შემდგარი ესკადრა კოლუმბის მეთაურობით ესპანეთის ნავსადგურიდან სამოგზაუროთ გავიდა. რამდენიმე თვის ცურვის მერე მათ ხმელეთს მიაღწიეს. ეს ცენტრალური ამერიკის კუნძულები იყო, თუმცა კოლუმბს სჯეროდა რომ ეს ინდოეთი იყო და ამიტომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ინდიელები ეწოდათ.
1497 წელს ვასკო დე გამა პორტუგალიის მეფის ბრძანებით აღმოსავლეთით, ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის საძებნად გაემართა. ევროპისთვის ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.