მთვარის დაბადება

4.5 მილიონი წლის წინ მზის სისტემა შედგებოდა 20 პლანეტისგან. დედამიწა იყო ბობოქარი. იფრქვეოდა ვულკანები. ჩვენი პლანეტა დაფარული იყო გავარვარებული ლავით. ციდან გამუდმებით ცვიოდნენ ასტეროიდები. მაშინ დედამიწაზე სიცოცხლეც არ არსებობდა. ერთ დღეს, პლანეტა სახელად – “Thea” დედამიწას დაეჯახა. დედამიწა გადარჩა, “Thea” კი განადგურდა. ამ აფეთქების შედეგად წარმოიშვა მთვარე. ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი აფეთქება პლანეტების ისტორიაში.

ნახეთ ვიდეო

Advertisements
გალერეა

დედამიწის თხევადი ბირთვი ჟანგბადის გარეშე დარჩა

This gallery contains 2 photos.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის თხევად ბირთვში იმაზე ცოტა ჟანგბადია, ვიდრე აქამდე ეგონათ. კვლევის შედეგები გეოლოგებმა ჟურნალ Nature -ში გამოაქვეყნეს. თანამედროვე წარმოდგენებით, დედამიწის თხევადი ბირთვის 90% გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება, დანარჩენი 10% კი შედარებით მსუბუქ ელემენტებზე მოდის – გოგირდი, სილიციუმი, ნახშირბადი, … Continue reading

გალერეა

უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!

This gallery contains 4 photos.

აღმოაჩინეს რა უცნაური „ნიარევი“ მთვარის ზედაპირზე, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება იყოს კვალი, დატოვებული NASA-ს კოსმოსური აპარატის მიერ. სწორედ ხომალდის ნამსხვრევების დაცემას შეიძლებოდა დაეტოვებინა ასეთი კვალი მთვარის ზედაპირზე. ეს პეპელას მაგვარი კრატერი უპილოტო ხომალდის „ორბიტერ-2“-ის დაცემით გაჩნდა. „ორბიტერ-2“ ერთ-ერთია იმ … Continue reading

გალერეა

ბნელი ძალები

This gallery contains 1 photo.

რა დაემართა ფოტოზე გამოსახულ გალაქტიკურ გროვას? ამის გასარკვევად მარტო კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლით გადაღებული ფოტოები არ კმარა, აუცილებელია კომპიუტერული მოდელირების დახმარებაც. სურათზე ყოველი გადღაბნილი ყვითელი ლაქა ჩვეულებრივი გალაქტიკაა. ეს გალაქტიკები Abel 1689-ის უკან მდებარე, ფონური გალაქტიკებია, უმრავლესობა უცნაურად გადიდებულია და დამახინჯებული, მათ … Continue reading

გალერეა

რა არის ირმის ნახტომი?

This gallery contains 3 photos.

ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lactea; ბერძნ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეულიმდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი. გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა … Continue reading

გალერეა

ალმასის პლანეტა???

This gallery contains 1 photo.

ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირიც შესაძლოა ალმასით იყოს დაფარული. პლანეტაზე ალმასის არსებობის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს, ნასას ტელესკოპის – “სპიტცერის”- საშუალებით აკვირდებოდნენ.გამოვლენილი ობიექტი დედამიწიდან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს, რაც … Continue reading

გალერეა

მიქცევა და მოქცევა

This gallery contains 2 photos.

მიქცევა და მოქცევა — ოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს. ამ რხევებს მოკლედ უწოდებენ შესაბამისად ზღვის, ხმელეთის და ატმოსფერულ მოქცევებს. სხვაობა იმ ძალებს შორის, რომლითაც იზიდავს მთვარე დედამიწის ცენტრიდან r მანძილით დაშორებულ ნაწილაკსა (ხმელეთის, წყლის ან ატმოსფეროს მასის ელემენტი) და დედამიწის ცენტრში … Continue reading

გალერეა

ბერმუდის სამკუთხედი

This gallery contains 1 photo.

ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამებისგავლით. ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში … Continue reading

გალერეა

აინშტაინის ფორმულა E = MC^2

This gallery contains 1 photo.

ინშტაინის ფორმულა E = MC^2 მეოცე საუკუნეში აღმოჩენილ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმულად ითვლება. თუმცა ერთი ანომალია წარმოიშვა: ამ ფორმულის გამოყენებისას აღმოჩნდა, რომ სამყაროს მხოლოდ 4%-ია მატერია. საინტერესოა, რა არის დანარჩენი 96%? მეცნიერები ამბობენ, რომ რაღაც ნაწილი არის ე.წ. “შავი მატერია”. ის … Continue reading

“Eagle Nebula”

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო ფოტო, რაც კოსმოსში არსებული ობიექტებისთვის გადაუღიათ, არის “Eagle Nebula”.ესაა გაზისებრი ღრუბლები, რომლისგანაც იბადებიან ვარსკვლავები. როგორც კი ეს ფოტო CNN-ში აჩვენეს, ასობით მაყურებელმა დარეკა და განაცხადა, რომ ღრუბლებში ადამიანის სახე დაინახა. მართლაც, შემოხაზულ ადგილას დაკვირვებისას ბევრმა შენიშნა იგივე.

გალერეა

სუპერ უჯრედების ქარი

This gallery contains 1 photo.

რა წარმოქმნის ტორნადოს და როგორ სწავლობენ მის ბუნებას? იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, შესაძლოა, სულ ცოტა ხნით მსოფლიოს დაავიწყდა ტორნადოების სერია, რომელიც წლიდან წლამდე უტევს სხვადასხვა კონტინენტს, განსაკუთრებით კი ამერიკას, სადაც წელიწადში საშუალოდ 80 ადამიანი ეწირება მას. ინგრევა ნაგებობები, მიწასთან სწორდება ქალაქები, … Continue reading

გალერეა

დედამიწაზე ოკეანეები კომეტებმა წარმოშვეს?

This gallery contains 1 photo.

გერმანელი ასტრონომების მტკიცებით, დედამიწაზე წყლის ძირითადი მასა კომეტებმა წარმოშვეს. მკვლევარებმა კომეტის სტრუქტურა ტელესკოპის საშუალებით ინფრაწითელ დიაპაზონში შეისწავლეს და დაადასტურეს, რომ კომეტის შემადგენელი ყინულისა და დედამიწის ოკეანეების ქიმიური შემადგენლობა იდენტურია. მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორის, პოლ ჰარტოგის განცხადებით, ახალი აღმოჩენა ჩვენს პლანეტაზე … Continue reading