გალერეა

საქართველოს ნაკრძალები

საქართველოში ბუნების დაცვითი ტერიტორიების გავრცელებული ფორმაა: ნეკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები და ბუნების ძეგლები.
ნაკრძალი ის ტერიტორიაა(ან აკვატორია), რომელიც იქმნება მოცემული რეგიონის ტიპიურ ან უნიკალურ ლანდშაპტში, რომელიც კანონმდებლობით მუდმივად ამოღებულია სამეურნეო სარგებლობის ფონდიდან. ნაკრძალის დანიშნულებაა მცენარეთა და ცხოველთა ბუნებრივი სტანდარტების შენახვა და მათი გამრავლება.
საქართველოში იყო 21 ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობი 168734 ჰა-ს შეადგენს.
განვიხილოდ საქართველოს ნაკრძალები :
1. ალგათის ნაკრძალი. დაარსების წელი 1965, ფართობი 68223 ჰა. მდებარეობა ზღვის დონიდან 1000-1700 მ, ადმინისტრაციული რაიონია თეთრი წყარო. დაცვის ობიექტია- ნაძვი, სოჭი, შველი, ირემი, გარეული ღორი და მურა დათვი.
2. აჯამეთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928, ფართობი 4845 ჰა. მდებარეობა ზღვის დონიდან 120-200 მ. ადმინისტრაციული რაიონებია ბაღდადი და ზესტაფონი. დაცვის ობიექტია- იმერეთის და ჰართვისის მუხა, ძელქვა, შველი, გარეული ღორი, მელა და ტყის ქათამი.
3. ბაბანეულის ნაკრძალი. დაარსების წელი 1970. მდებარეობა ზ.დ. 400-700 მ. ფართობი 770 ჰა. ადმინისტრაციული რაიონია ახმეტა. დაცვის ობიექტია-ძელქვის კორომები, გარეული ღორი, შველი, ირემი, მელა.
4. ბაწარას ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. მდებარეობა ზ.დ. 700-1800 მ. ფართობი 3042 ჰა. ახმეტის რაიონი. დაცვის ობიექტია-უთხოვარის კორომი, შველი, არჩვი, კავკასიური მელა, კვერნა.
5. ბიჭვინთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1926. ფართობი 347 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 0-100 მ. გაგრის რაიონი. დაცვის ობიექტია-ფიჭვის რელიქტური კორომი, კურორტი და პლაჟი.
6. ბორჯომის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. ფართობი 17948 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 800-2200 მ. ბორჯომის რაიონი. დაცული ობიექტია-ნაძვნარ-სოჭნარის ტყეები, მუხნარი და წიფლნარი, კავკასიის კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მურა დათვი, ტყის კატა.


7. გუმისთის ნაკრძალი. დაარსების წელი 1941. ფართობი 13400 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 300-2700 მ. ადმ.რაიონია სოხუმი. დაცული ობიექტია- აღმოსავლური წიფელი, წაბლი, მუხა, ფიჭვი, გარეული ღორი, ჯიხვი, მურა და ჩალისფერი დათვი.
8. ვაშლოვანის ნაკრძალი. დაარსების წელი 1928. ფართობი 8934 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 350-700 მ. დედოფლისწყაროს რაიონი. დაცული ობიექტია-არიდული ნათელი ტყეები, გარეული ღორი, დათვი, აფთარი, კაკაბი.ვაშლოვანის ნაკრძალი – ქვაბულში მდებარეობს, რომელსაც ჩრდილოეთიდან იორის ზეგანი ესაზღვრება. ქვაბული მოქცეულია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის ლანდშაფტებში, სადაც წარმოდგეილია მეჩხერი ტყის მასივები, ისინი თავიაანთი ფორმით ვაშლის ბაღებს მოგვაგონებს. აქედანვე მოდის ნაკრძალის სახელწოდებაც “ვაშლოვანი“.
9, თუშეთის ნაკრძალი. დაარსების წელია 1980. ფართობი 12485 ჰა. მდებარეობა ზ.დ. 1520-3920 მ. ახმეტის რაიონი. დაცული ობიექტია-წიფელი, ნეკერჩხალი, წაბლი, კავკასიური მურა დათვი, არჩვი, შველი, ნიამორი.
10. კინტრიშის ნაკრძალი. დაარსების წელია 1953. მდებარეობა ზ.დ. 500-1800 მ. ფართობი 13893 ჰა. ქობულეთის რაიონი.ნაკრძალის ძირითადი მოწყობის მიზანი კოლხური საშუალო მთის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვაა. დაცვის ძირითადი ობიექტია ჰემიჰილეები, ჰოლიდომინანტური, წაბლისა და წიფლის ტყეები, პონტოს მუხა, არყი, წყავი, იელი, შველი, არჩვი, მელა, კვერნა, ციყვი, კურდღელი.
11. კოლხეთის ნაკრძალი. დაარსების წელია 1935. მდებარეობა ზ.დ. 0-10 მ. ფართობი 560 ჰა. ხობის რაიონი. დაცვის ობიექტია-კოლხური ჭაობის ფლორა და ფაუნა, პალიასტომის ტბა.
12. ლაგოდეხის ნაკრძალი. დაარსების წელია 1912. -მდებარეობა ზ. დ. 450-3484 მ. ფართობი 17932 ჰა. ლაგოდეხის რაიონი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ზაქათალის ნაკრძალი (აზერბაიჯანი). ნაკრძალში დაცულია-წაბლი, ნეკერჩხალი, კაკალი, ლაფანი, მუხა, ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, მურა დათვი, შველი, კავკასიური როჭო.
13. ლიახვის ნაკრძალი. დაარსების წელია 1977. მდებარეობა ზ.დ. 800-1000 მ. ფართობი 6388 ჰა. ცხინვალის რაიონი. ნაკრძალში დაცულია- წაბლი, მუხა, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, მელა.
14. მარიამჯვარის ნაკრძალი. დაარსების წელია 1928. მდებარეობა ზ.დ. 800-1800 მ. ფართობი1040 ჰა. საგარეჯოს რაიონი. ნაკრძალში დაცულია- კავკასიური ფიჭვის ტყეები, შველი, კვერნა, კურდღელი, ხოხობი.
15. მიუსერის ნაკრძალი. დაარსებულია 1934 წელს. მდებარეობა ზ.დ. 0-200 მ. ფართობი 2184 ჰა. გუდაუთის რაიონი. დაცული ობიექტია-ბიჭვინთის ფიჭვი, მუხა, წაბლი, ხემარწყვა, შველი, კვერნა, მელა.
16. რიწის ნაკრძალი. დაარსებულია 1946 წელს. ზ.დ. 450-2700 მ. ფართობი 16289 ჰა. გუდაუთის რაიონი. დაცულია- აღმოსავლური წიფელი, კავკასიური სოჭი, წაბლი, ურთხელი, მუხა, არჩვი, შველი, ფოცხვერი, კვერნა, კალმახი და თვით რიწის ტბა.


17. საგურამოს ნაკრძალი. დაარსების წელია 1946. მდებარეობა ზ.დ. 600-1392 მ. ფართობი 5221 ჰა. მცხეთის რაიონი. დაცულია- ბზა, უთხოვარი, ჭყორი, მოცვი, ირემი, შველი, გარეული კატა, ხოხობი.
18. სათაფლიის ნაკრძალი. დაარსების წელია 1935. მდებარეობა ზ.დ. 150-400 მ. ფართობი 354 ჰა. წყალტუბოს რაიონი. დაცული ობიექტია-კარსტული მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი, წიფელი, რცხილა, ბზა, ნაძვი, ურთხელი, კურდღელი, ტურა, მელა, მაჩვი.
19. სკურჩის ნაკრძალი. დაარსების წელია 1978. მდებარეობა ზ.დ. 0-20 მ. ფართობი 85 ჰა. ოჩამჩირის რაიონი. დაცულია კოლხური ტყის ფლორა და ფაუნა.
20. ფსხუს ნაკრძალი .დაარსებულია 1978 წელს. მდებარეობა ზ.დ. 600-2700 მ. ფართობი 27334 ჰა.სოხუმის რაიონი. დაცული სახეობებია- წაბლი, სოჭი, წიფელი, არჩვი, ჯიხვი, დათვი, გარეული ღორი, კვერნა, ციყვი.
21. ყაზბეგის ნაკრძალი. დაარსებულია 1976 წელს. მდებარეობა ზ.დ. 1500-3500 მ. ფართობი 8707 ჰა. ყაზბეგის რაიონი. დაცულია-სუბალპური და ალპური მდელოები, რადეს არყი, კავკასიური ფიჭვი, დაღესტნის ჯიხვი, არჩვი, დათვი, მელა.
1992 წლისათვის წლისათვის რამოდენიმე ნაკრძალი გააერთიანეს და მათი რიცხვი 14 გახადეს. 

Advertisements

5 comments on “საქართველოს ნაკრძალები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s