გალერეა

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. – XVII ს.)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა ცოდნის სხვა დარგებსაც (მაგ.:ეთნოგრაფიას ან ბოტანიკას). ექსპედიციების გაგზავნის ზოგადი მიზეზები იყო : სასაქონლო წარმოების ზრდა ევროპულ ქვეყნებში; ძვირფასი ლითონების ნაკლებობა და ამით გამოწვეული ახალი მიწების ძიება ოქრო-ვერცხლის, სანელებლების, სპილოს ძვლის (ტროპიკებში), ძვირფასი ბეწვეულის, მორჟის ეშვების (ჩრდილოეთ ქვეყნებში) მოსახვეჭად.ამ პერიოდში გეოგრაფიული აზრი თანდათან თავისუფლდებოდა საეკლესიო დოგმებისაგან. აღორძინდა დედამიწის სფერულობის იდეა და მასთან ერთად პტოლემეს კონცეფცია ევროპის დასავლეთ და აზიის აღმოსავლეთ სანაპიროების სიახლოვის შესახებ.XV საუკუნის გეოგრაფიული თხზულებიდან აღსანიშნავია ენეა სილვიო დე პიკოლომინის (პიუს II) ”კომენტარები” და წერილები. განიხილავს დედამიწის ფორმას, ასავე საუბრობს კლიმატურ სარტყლებსა და მათ თავისებურებაზე, აგრეთვე აღნიშნავს დედამიწის დანაწილებაზე ქვეყნის ნაწილებად და ამასთანავე განიხილავს ევროპასა და აზიას. აღწერა მთის ქედები და მდინარეები.უპირველესად აღსანიშნავია ქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506 წწ) დიდებული მოგზაურობა, რითაც ყოველივე ამერიკის (1492) აღმოჩენით დამთავრდა. ამერიკის გახსნას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური და სამეცნიერო რეზონანსი.

მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობანი :
პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 – 15 მარტი 1493)
მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 – 11 ივნისი 1495)
მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 – 25 ნოემბერი 1500)
მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 – ნოემბერი 1504 )

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ვასკო და გამას მოგზაურობა. ვასკო და გამა იყო პირველი ევროპელი რომელმაც ზღაოსნური მიმოსვლა განახორციელა ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე ფერნანდო მაგელანის (1480-1521) დიადი მოგზაურობა დედამიწის გარშემო. საყურადღებოა ასევე ალბუკერკეს, ჯეიმზ კუკის ზღვაოსნური მარშრუტები.
ნიშანდობლივია რომ, ამ პერიოდში ფართოდ განვითარდა კარტოგრაფიული ხელოვნებაც. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა რუკები, ხოლო XVI საუკუნიდან – ატლასები. გაჩნდა ცალკეული ქვეყნების დაწვრილებითი აღწერილობანი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. XVI-XVII სს. ზოგად დედამიწისმცოდნეობას გამოყენებითი ხასიათი მიეცა, იგი ძირითადად ნავიგაციის ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროის უდიდესი გეოგრაფიული შრომაა ბერნჰარდ ვარენიუსის „Geographia Generalis“ (1650), რომელშიც შეჯამებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდის მეცნიერული ცოდნა, განხილულია დედამიწის ხმელეთის ზედაპირის, ჰიდროსფეროსა დაატმოსფეროს ძირითადი თავისებურებანი. ერთ-ერთი პირველი რუკა სადაც დაცული იყო გრადუსთა ბადე შეადგინა ცნობილმა გეოგრაფმა და ასტრონომმა – პაოლო ტოსკანელიმ (1397-1482). პაოლო ტოსკანელი თავგამოდებით იცავდა დედამიწის სფერულობის იდეას. ამასთანავე წამოაყენა დასავლეთის გზით ინდოეთამდე მიღწევის შესაძლებლობის იდეა. აღსანიშნავია რომ 1492 წელს მარტინ ბეჰაიმმა (1459—1507) გამოიგონა გლობუსი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s