გალერეა

ჰუდსონის ყურე – ყინულის ტომარა

ჰუდსონის ყურე (ფრანგ. baie d’Hudson), — ხმელთაშუა ზღვა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეშია. იგი  ღრმად არის შეჭრილი კანადის ტერიტორიაში. ფართობი შეადგენს — 1,23 მლნ კმ² . არის ყველაზე დიდი ყურე ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადაში. მის სანაპიროებზე გაშენებულია კანადის პროვინციები და ტერიტორიები: ონტარიო, კვებეკი, მანიტობა და ნუნავუტი. ჰუდსონის სამხრეთით მდებარეობს ჯეიმსის ყურე. ჰუდსონი სრუტეების მეშვეობით უკაშირდება ატლანტის ოკეანეს. ფართობის მხრივ, ჰუდსონი მხოლოდ ბენგალის ყურეს ჩამორჩება. აქედან მრავლად გამოედინება დიდი და პატარა მდინარეები. ჰუდსონის სანაპიროზე გაშენებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი, რომლებიც საზღვაო გზებით უკავშირდებიან ერთმანეთს, მათგან აღსანიშნავია მანიტობას ქალაქი ჩერჩილი. ლადშაფტიდან აღსანიშნავია ტუნდრა და ტაიგა. მრავლად ცხოვრობენ პოლარული დათვები და სხვა იშვიათი ჯიშის ცხოველები.

საშუალო სიღრმე 112 მ, მაქსიმალური – 258 მ. ჰავა არქტიკულია, იანვარში საუალო ტემპერატურა – -22— -31 °C. ივლისში 5 °C (ჩრდილოეთით), 15 °C (სამხრეთით). წყლის ტემპერატურა ზამთარში 0 °C-ზე დაბალია. აგვისტოში 3 °C(ჩრდილოეთით) და 9 °C(სამხრეთით). მარილიანობა 23-30,5‰. ოქტომბრიდან ივლისამდე ყინულით არის დაფარული. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 7,9 -მდე ყურე საკმაოდ ცივია, რადგანაც აქვე მდებარეობს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. ზამთრობით ჰუდსონი ყოველთვის იყინება.

ყურე 1610 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჰენრი ჰუდსონმა. სწორედ მის საპატივსაცემოდვე ეწოდა ამ ყურეს ჰუდსონის ყურე. აქვე მდებარეობს ვაპუსკის და პოლარული სანაპიროს ეროვნული პარკები, რომლებსაც ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აკისრიათ. ჰუდსონის ყურეში მრავლადაა დიდი და პატარა კუნძულები, მათგან აღსანიშნავია: ბელჩორის და ოტავის კუნძულები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s