გალერეა

საქართველოს გეოგრაფია

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით – ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი – აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.


ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

გეოტექტონიკურითვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი – ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების – კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და ფაუნისტური არეალები. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი – საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ბუნებრივი პირობებისაგან.

საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები (რელიეფი, ჰავა, წყლები და ა.შ.) სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო “ჩიხში” იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

საქართველოს ხელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადასტურდა და გაიზარდა, როცა საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას. 1998 წელს ბაქოში ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის თაობაზე, რომელიც დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს კავკასიისა და შუა აზიის გავლით. ამ დერეფანს შემოკლებით “ტრასეკას” უწოდებენ. მას ასევე იხსენებენ, როგორც ახალი “აბრეშუმის გზა”.

ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ხელსაყრელი რეკრეაციულ-გეოგრაფიული მდებარეობა, რადგანაც იგი მნიშვნელოვან ტურისტულ-რეკრეაციულ არეალებს – კავკასიონსა დაშავიზღვისპირეთს შორისაა მოქცეული.

კულტურულ-გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით კი ჩვენი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ რეგიონებს შორის მდებარეობს, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

გეოპოლიტიკური მდებარეობა

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა მეზობელ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ფასდება.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განისაზღვრება მისი ურთიერთობებით უშუალო მოსაზღვრე და არამოსაზღვრე ქვეყნებთან, აგრეთვე, ამ ქვეყნებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციებით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებად ითვლება მისი უშუალო მოსაზღვრე და მეტნაკლებად დაშორებული სახელმწიფოები. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებია, დანარჩენები კი – ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მათ შორის მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო – თურქეთია ნატოს წევრი ქვეყანა.

საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცე ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების გავრცელების არეალია, ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი ეროცნული შემადგენლობით გამოირჩევა. აქ მცხოვრები ხალხები 4 ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა და აქვს, რაც განაპირობებს მის ეკონომიკურ განვითარებას და საერთაშორისო პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას.

ფართობი

საქართველოს ტერიტორიის ფართობი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, ამჟამად კი 69,700 კვ.კმ-ია. იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ – შავი ზღვის ნაპირებიდან თითქმის მიგნეჩაურის წყალსაცავამდეა გადაჭიმული, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი შედარებით ვიწროა. ტერიტორიის მაქსიმალური განფენილობა ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 613 კმ-ია. მერიდიანის გასწვრივ, ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი კი 275 კმ-ს შეადგენს.

საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი ტერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთით – მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთი – დაბა |ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთი – მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა.

საქართველოს გეოგრაფიული ცენტრილიხის (სურამის) ქედის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

საზღვრები

საქართველოს საზღვარი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში იცვლებოდა; დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის აკვატორიას მიუყვება და ამაჟამად საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა დაცული. რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს, იგი ოროგრაფიულ ბარიერზე – კავკასიონზე გადის და ამიტომაც მკაფიოდაა დაფიქსირებული.

საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან, სახმელეთიოა 1655 კმ, საზღვაო კი – 315 კმ.

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავი კლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s