გალერეა

ალპების მთათა სისტემა

ალპები, ალპის მთები  — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანი, დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი). ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერა მდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპების სახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთების სიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალების, თოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s