გალერეა

ყველაზე მაღალი ადგილი დედამიწაზე


ევერესტიჩომოლუგმაჯომოლუნგმა, უმაღლესი მთის მასივი დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე 8848 მ. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ. სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს აქვს პირამიდისფორმა, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია.

ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.

სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733 წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხის ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის საპატივსაცემოდ წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s