გალერეა

ფილიპინის ზღვა

ფილიპინის ზღვა — წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის დასავლეთით მდებარე განაპირა ზღვა, რომელიც გადაჭიმულია ფილიპინის კუნძულების აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. მისი ზედაპირის ფართობია 5 მლნ კმ². სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ფილიპინის არქიპელაგი, აღმოსავლეთით მარიანას კუნძულები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კაროლინის კუნძულები, ჩრდილოეთით იაპონიის კუნძულები – ჰონსიუ, სიკოკუ, კიუსიუ, ჩრდილო-დასავლეთით რიუკიუს კუნძულები და ტაივანი უკიდურეს დასავლეთში.

ფილიპინის ზღვას საკმაოდ კომპლექსური და განსხვავებული წყალქვეშა რელიეფი აქვს. ამ ზღვის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კიდევ ისაა, რომ აქ მდებარეობს ზღვის ღრმა ღარი, რომელიც მოიცავს ფილიპინისა და მარიანას ღარებს. ეს უკანასკნელი პლანეტის უღრმესი წერტილია. 1944 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ზღვაში მიმდინარეობდა საზღვაო შეტაკება იაპონიასა და აშშ-ს შორის, რომელსაც ფილიპინის ზღვის ბრძოლა უწოდეს

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s