გალერეა

დედამიწის თხევადი ბირთვი ჟანგბადის გარეშე დარჩა



მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის თხევად ბირთვში იმაზე ცოტა ჟანგბადია, ვიდრე აქამდე ეგონათ. კვლევის შედეგები გეოლოგებმა ჟურნალ Nature -ში გამოაქვეყნეს.

თანამედროვე წარმოდგენებით, დედამიწის თხევადი ბირთვის 90% გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება, დანარჩენი 10% კი შედარებით მსუბუქ ელემენტებზე მოდის – გოგირდი, სილიციუმი, ნახშირბადი, წყლბადი და სხვა. ამ უკანასკნელთა რაოდენობრივი შეფარდება ბირთვის თვისებებს განსაზღვრავს და ახლაც კამათის საგანად რჩება.

ნაშრომის ჩარჩოებში მეცნიერებმა შეამოწმეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ბირთვში მსუბუქი ელემენტების მნიშვნელოვანი წილი ჟანგბადზე მოდის. ეს ჰოპეთეზა პლანეტების ფორმირების კოსმოლოგიური თეორიის მიერ არის ნაკარნახევი. მკვლევარებმა ბირთვის დინამიკის დეტალური კომპიუტერული მოდელირება მოახდინეს, რომელშიც მთავარ როლს ჟანგბადი თამაშობდა, რომლის შემდეგაც მიღებული შედეგები სეისმური დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ დაკვირვებებით მიღებული მონაცემები არ ემთხვევა თეორიულს, ბირთვში რეალური სეისმური ტალღები გაცილებით ნელა მოძრაობენ. ასევე არ ემთხვევიან ერთმანეთს სიმკვრივის მონაცემებიც. ამის საფუძველზე მცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჟანგბადის ბირთვის ჰიპოთეზა მცდარია. მათი თქმით, შესაძლებელია, პლანეტების ფორმირების მოდელიც გადასახედი გახდეს, რადგან სწორედ ის არის არასწორი  ვარაუდების წყარო.

2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში arXiv.org-ზე გამოჩნდა ნამუშევარი, რომლის ავტორების ვარაუდით, დედამიწის ბირთვი არ არის გაწონასწორებული, ანუ ბრუნვის ღერძი მისი მასათა ცენტრიდან ოდნავ გვერდზე გადის. ამ ჰიპოთეზამ მეცნიერებს საშუალება მისცათ აეხსნათ სეისმოტალღების გავრცელების სიჩქარეთა განსხვავება დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში. ადრე, ამ ეფექტს მყარი და თხევადი ბირთვების სხვა და სხვა სიჩქარეებით ბრუნვით ხსნიდნენ.

ფრანგი გეოფიზიკოსების აზრით, დედამიწის ბირთვი არასიმეტრიულია და მასში გრძელდება კრისტალიზაციის პროცესები. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, რუსეთსა და ჩინეთის ქვეშ ის დნება, ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროში მყარდება. ასეთ დასკვნამდე მეცნირები მიიყვანა მიწისძვრებზე 30 წლიანმა დაკვირვებებმა. ამ დროის განმავლობაში 100-მდე ძლიერეი მიწისძვრა მოხდა(რყევის დროს წარმოქმნილი ტალღა სხვა და სხვა გვარად აირეკლება განსხვავებული სიმკვრივის ქანებიდან). ბირთვი რკინისაა, ცენტრში მყარია, ხოლო პერიფერიებზე თხევადი. ეს ინფორმაცია სასარგებლოა დედამიწის მაგნიტური ველის შემდგომი კვლევისათვისაც.

ადრე იაპონელმა მეცნიერებმა პირველად შეძლეს ტემპერატურისა და წნევის მიღება, როგორიც დედამიწის ბირთვშია, გამოიყენეს რა ე.წ. ალმასის სამჭედლო. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ რკინის სიმკვრივე ცენტრში 165-ჯერ მეტია, ვიდრე პლანეტის ზედა ფენებში.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s