გალერეა

რა არის რუკის ლეგენდა?

ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.

სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.

ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტები, ზღვები, სახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.

ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.

იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენებლების (მაგალითად აბსოლუტური სიმაღლე) მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზებია. მათში განასხვავებენ: იზოჰიფსებს ანუ ჰორიზონტალებს (აბსოლუტური სიმაღლის მაჩვენებელი), იზობათებს (წყლის სიღრმის მაჩვენებელი), იზოთერმებს (ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი) და სხვა.

იზოხაზებით გამოსახული ობიექტი ან მოვლენა შეიძლება ფერებითაც იყოს ნაჩვენები. მაგალითად, ფიზიკურ რუკაზე დაბლობებს, როგორც წესი, მწვანე ფერით, მაღლობებს – ღია ყავისფერით, ხოლო მთიანეთს – მუქი ყავისფერით გამოსახავენ.

მასშტაბგარეშე ნიშნებით მცირე ფართობზე არსებული ობიექტები (მაგალითად დასახლებული ფუნქტები) გამოისახება. აქ აღსანიშნავია გეომეტრიული ნიშნები. მაგალითად, დასახლებული პუნქტები პუნსონით, სასარგებლო წიაღისეული კი – სპეციალური ნიშნებით გამოისახება.

ნებისმიერი პირობითი ნიშანი ასახავს ობიექტის შინაარს და სიდიდეს. მაგალითად, წრფის ფერი დასახლების ტიპს გვიჩვენებს, ხოლო სიდიდე – მოსახლეობის რაოდენობ

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s