გალერეა

ოზონის ფენა

ოზონის ფენა (ინგლ. Ozone layer) — სტრატოსფეროს ნაწილი, რომელშიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე მიმდინარეობსჟანგბადის იონიზაცია, რასაც მოყვება ოზონის წარმოქმნა (О3). ვრცელდება 12 კმ-იდან 50 კმ-მდე, ტროპიკულ განედებში 25-30 კმ-ზე, ხოლო პოლარულ მხარეებში 15-20 კმ-ზე.

ოზონის მაღალი კონცენტრაცია შთანთქავს საშიშ ულტრაიისფერო სხივებს და ამით ხმელეთზე გავრცელებულ სიცოცხლეს იცავს დამღუპველი გამოსხივებისაგან. ოზონის ფენა უნიკალური თვითბალანსირებადი სისტემაა. რაც უფრო დიდი რაოდენობით აღწევსულტრაიისფერი გამოსხივება დედამიწის ხმელეთს, მით უფრო ინტენსიურად განიდცის ჟანგბადი ოზონად გარდაქმნას. ამასთანავეატმოსფეროში რაც უფრო დიდი რაოდენობითაა ოზონი, მით უფრო არის გაძლიერებული მის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმა.

ოზონის მეტად დიდი სისქე ვრცელდება 20-25 კმ-ზე, ხოლო საერთო მოცულობის ნაწილი – 40 კმ-ზე.

ლიდსის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ანტარქტიკის თავზე ოზონის ფენის აღდგენა, გლობალური დათბობის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

ამჟამად, აღნიშნული ფენის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესი დაწყებულია, მაგრამ როგორც ირკვევა, ოზონის ფენაში არსებული უზარმაზარი ნახვრეტი გლობალური დათბობის პროცესს ანელებდა.

სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, არ ანტარქტიკის თავზე არსებული ხვრელის შევსებას დიდი დრო დასჭირდებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ ფენის აღდგენის პროცესი გაცილებით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამას კი თავისი უარყოფითი თანმდევი ეფექტი აქვს.

ლიდსელი მეცნიერები ყოველივეს შემდეგნაირად განმარტავენ: ოზონის ფენაში არსებული ნახვრეტის ქვემოთ, ხშირია ძლიერი ქარი, რომელსაც ჰაერში ოკეანის მილიარდობით შხეფი ააქვს. ამ შხეფებში მაღალია მარილის კონცენტრაცია. საბოლოოდ, ნახვრეტის ქვეშ იქმნება მარილოვანი ღრუბლები, რომლებიც მზისგან წამოსულ გამოსხივებას კოსმოსის მიმართულებით ირეკლავენ.

დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანტარქტიკის თავზე თავმოყრილი ღრუბლები მზის რადიაციას პრაქტიკულად არ ატარებდა, რისი წყალობითაც, სამხრეთ ნახევარსფეროში გლობალური დათბობის ზემოქმედება ბათილდებოდა. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობი ზაფხულში იყო.

მაგრამ ოზონის ფენაში არსებული ნახვრეტის შემცირების კვალობაზე, მოსალოდნელია, რომ იქაური ქარების ინტენსივობაც და სიძლიერეც მოიკლებს, რაც ღრუბლების დამცავი ფენის წარმოქმნაზე უარყოფითად იმოქმედებს.

“თუ, და ეს სრულებით შესაძლებელია, ქარების ინტენსივობა მოიკლებს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მოცულობის ზრდას სამხრეთ ნახევარსფეროში დათბობის პროცესის დაჩქარება შეუძლია, რაც მალევე, მთელი პლანეტის კლიმატზე უარყოფითად იმოქმედებს”, – ამბობს ლიდსელი მეცნიერი კენ კარსლოუ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s