გალერეა

რა არის ირმის ნახტომი?

ირმის ნახტომი, ასევე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lactea; ბერძნ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეულიმდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.

გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლობით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო არის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.

ირმის ნახტომი ეკუთვნის სპირალურ გალაქტიკებს, რაც ნიშნავს რომ მას გააჩნია სპირალური მკლავები. ყოველი მკლავი წარმოადგენს ლოგარითმულ სპირალს 12 გრადუსიანი დახრით. მიჩნეულია რომ არსებობს ოთხი ძირითადი მკლავი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s