გალერეა

მარჯნის რიფები

მარჯნის რიფი (ინგლ. Coral reef) — წყალქვეშა ან ნაწილობრივ წყალქვეშა კირქვული გეოლოგიური სტრუქტურა. წარმოადგენს მარჯნის პოლიპებისა და წყალმცენარეების კოლონიურ გაერთიანებას, რომელსაც ზღვის წყლიდან კირქვის გამოყოფის უნარი აქვს. იქმნებიან ტროპიკულ ზღვების წყალმარჩხ ადგილებში. მსოფლიოში მარჯნის რიფების საერთო ფართობი 600 ათ. კმ²-ს აღემატება. რიფების ძირითადი მასივები თავმოყრილია აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვებში; შედარებით მცირე ნაწილი თავმოყრილია ატლანტისა დაინდოეთის ოკეანეებში და ასევე წითელ ზღვაში. მარჯნის რიფების უდიდესი ნაწილი მოდის ბარიერულ და გაქვავებულ რიფებზე, რომლებიც განლაგებული არიან შელფებსა და მსხვილ კუნძულებთან. უდიდეს მარჯნის რიფს წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფი (ავსტრალია), დასავლეთ ატლანტიკის ბელიზის ბარიერული რიფების სიტემა, მადაგასკართან ახლოს მდებარე რიფი, ასევე მსხვილი რიფები ფიჯისა და ახალი კალედონიის კუნძულებთან. ზოგიერთი მათგანი გადაჭიმულია 1000 კმ და მეტ სიგრძეზე, ხოლო დიდი ბარიერული რიფი სიგრძეში 2000 კმ-ს აღწევს. ბარიერულ რიფსა და ნაპირს შორის ლაგუნაა.

მარჯნის პოლიპები ოკეანის დონის ზევით კუნძულებივით გამოჩნდება ხოლმე მიქცევის დროს.

მარჯნის პოლიპები დიდ გროვებად ცხოვრობენ 50 მ-მდე სიღრმეზე. ისინი ემაგრებიან ზღვის მყარ ფსკერს და იზრდებიან ზევითკენ, ვრცელდებიან სიგანეში, ქმნიან წაგრძელებულ რიფებს, პატარა დაბალ რგოლისებრი ფორმის კუნძულებს – ატოლებს. მარჯნის პოლიპებს ოკეანის წყალში ცხოვრება შეუძლიათ არა ნაკლებ + 20 ტემპერატურის დროს, ამიტომ მარჯნის კუნძულები გვხვდება მხოლოდ ცხელი სარტყლის ზღვებში, ჩ. გ. 30 და ს. გ. 30 შორის.

მარჯნის ნაგებობანი დამაჯერებლად ადასტურებენ, რომ ოკეანის ფსკერის ზოგიერთი ნაწილი ზევით იწევს, ზოგი კი იძირება.

მარჯნის რიფების ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა მათი ფერის ცვლა. დაზიანებულ რიფებს ცვლიან სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც ღია ფერით ღებავენ ამ უკანასკნელს. შედეგად კოლონიებში იქმნება ღია მოთეთრო მონაკვეთები. თუმცა ეს მონაკვეთებიწყალმცენარეებს მთლიანად არ არიან მოკვეთილები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიმბიოზური წყალმცენარეების ნაწილობრივი აღდგენა ან მათი ახალი სახეობების გაჩენა.

მარჯნის რიფები ქმნიან მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას. მათი მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს უჩვეულოდ მაღალ პროდუქტიულობაში.



Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s