გალერეა

ალმასის პლანეტა???


ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირიც შესაძლოა ალმასით იყოს დაფარული.
პლანეტაზე ალმასის არსებობის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს, ნასას ტელესკოპის – “სპიტცერის”- საშუალებით აკვირდებოდნენ.გამოვლენილი ობიექტი დედამიწიდან 1200 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს, რაც კოსმოსური გათვლებით შორი არ არის.

“არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის რომ პლანეტა და მასზე არსებული მთები, ალმასისგან შედგება”, – ამბობს მკვლევარების ჯგუფის წევრი ნიკუ მადჰუსუდჰანი.

გაირკვა, რომ პლანეტის ატმოსფეროს ნახშირბადის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა აქვს. ჩატარებულმა გათვლებმა აჩვენეს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ციური სხეულის ზედაპირი ალმასებისა და გრაფიტისგან შედგება.

ამჟამად მეცნიერებისთვის ცნობილია 500-ზე მეტი ე.წ. “ეგზოტიკური” პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. მათი შემადგენლობის გაგებისთვის საჭირო ანალიზის მეთოდები და ინსტრუმენტები მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s