გალერეა

მიქცევა და მოქცევა



მიქცევა და მოქცევა
 — ოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდული რხევები, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს. ამ რხევებს მოკლედ უწოდებენ შესაბამისად ზღვის, ხმელეთის და ატმოსფერულ მოქცევებს.

სხვაობა იმ ძალებს შორის, რომლითაც იზიდავს მთვარე დედამიწის ცენტრიდან r მანძილით დაშორებულ ნაწილაკსა (ხმელეთის, წყლის ან ატმოსფეროს მასის ელემენტი) და დედამიწის ცენტრში მდებარე ამავე მასის მქონე ნაწილაკს, წარმოადგენს მოქცევის გამომწვევ ძალას, ანუ მოქცევით ძალას. ამ ძალის სიდიდე პირდაპირპროპორციულია მთვარის მასისა, უკუპროპორციულია დედამიწიდან მთვარემდე მანძილის კუბისა და დამოკიდებულია მთვარის ზენიტურ მანძილზეც.

ანალოგიურად განისაზღვრება მზისიერი მოქცევის ძალა, რომელიც დედამიწიდან მზის დიდი დაშორების გამო საშუალოდ 2,2-ჯერ ნაკლებია მთვარისმიერ მოქცევის ძალაზე. დედამიწის ნებისმიერი წერტილისათვის მოქცევითი ძალები განუწყვეტლივ იცვლება დედამიწის ღერძული ბრუვის, მთვარისა და დედამიწის ორბიტულ მოძრაობათა და ამით გამოწვეული დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთგანლაგების ცვალებადობის გამო.

მოქცევითი ძალები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მრავალი პერიოდული წევრის ჯამის სახით, რომელთა განსაზღვრა ხდება ცის მექანიკის საფუძველზე. ეს ძალები ოთხ ტიპად იყოფა; სათანადო მიქცევა და მოქცევებია:

  • გრძელპერიოდიანი (18, 6-წლიანი, ერთწლიანი, ნახევარწლიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი) მიქცევა და მოქცევები, რომელთა გამო პერიოდულად იცვლება დედამიწის შეკუმშულობა, მისი ინერციის პოლარული მომენტი და ბრუნვის კუთხური სიჩქარე;
  • დღე-ღამური მიქცევა და მოქცევები, რომლებიც გამოწვეულია მთვარის ორბიტისა და ეკლიპტიკის დახრით ეკვატორის სიბრტყის მიმართ. ამათგან მთავარია მთვარისმიერი (პერიოდი 25, 8 სთ) და მთვარე-მზისიერი (23, 9 სთ) ტალღები;
  • ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები, რომელთა შორის ძირითადია მთვარისმიერი (პერიოდი 12,4 სთ) და მზისიერი (12 სთ) ტალღები;
  • მოკლე მიქცევა და მოქცევები, რომელთა ტალღების პერიოდები 1/3 დღ-ღ ან უფრო მცირეა

    ზღვის მიქცევა და მოქცევა მოქცევითი ძალების ცვლილებები იწვევს სიმძიმის ძალის სიდიდისა და შვეულის მიმართულების ცვლილებებს. ამ ძალების გავლენით ოკეანის ზედაპირი მიისწრაფვის დაიკავოს შვეულის მიმართულებისადმი პერპენდიკულარული მდებარეობა.

    დედამიწა მთლიანად ოკეანით რომ ყოფილიყო დაფარული და წყლის მასები ასწრებდნენ წონასწორული მდგომარეობის მიღწევას, მაშინმთვარის (ასევე მზის) გავლენით ოკეანის სფერული ზედაპირი მიიღებდა წაგრძელებული ელიფსოიდის ფორმას, რომლის უდიდესი ღერძი მთვარისაკენ (სათანადოდ მზისაკენ) იქნებოდა მიმართული, ხოლო წყლის დონე აიწევ-დაიწეოდა 0,5 მ-ით.

    სინამდვილეში მოქცევების სიდიდისა და ხასიათის დასადგენად, გარდა დედამიწის, მთვარისა და მზის ურთიერთმდებარეობისა, მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, გეოგრაფიულ განედს, ოკეანის სიღრმეს, ნაპირების მოხაზულობას, ფსკერის რელიეფს და სხვ.

    ოკეანოლოგიაში გამოიყოფა ძირითადად 3 ტიპის მიქცევა და მოქცევა: ნახევარდღეღამური – მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ შეიმჩნევა წყლის
    დონის მაქსიმალური აწევა (მაღალი წყალი) და დაწევა (დაბალი წყალი); დღეღამური – თითოჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი და შერეული. ამ უკანასკნელში გამოიყოფა არასწორი (არაწესიერი) ნახევარდღეღამური და არასწოორი (არაწესიერი) დღეღამური მიქცევა და მოქცევები.

    ყველაზე უფრო გავრცელებულია არასწორი ნახევარდღეღამური (მთვარისმიერი დღე-ღამის განმავლობაში ორ-ორჯერ არის მაღალი და დაბალი წყალი განსხვავებული სიმაღლითა და პერიოდით) და ნახევარდღეღამური მიქცევა და მოქცევები. ოკეანეში, კონტინენტებიდან დაშორებით, მოქცევის სიმაღლე 1 მ აღწევს, ხოლო ნაპირებთან მნიშვნელოვნად მატულობს (მაგ.: ფანდის ყურეში 18 მეტრამდეა).

    .

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s