გალერეა

იტალია

 
როგორც გამოკითხვით გაირკვა, უმრავლესობამ იტალიაში მოგზაურობა აირჩია. მეც ძალიან მიყვარს იტალია და უახლოეს მომავალში ვისურვებდი  რომში, მილანში ან კიდევ  ვენეციაში სამოგზაუროდ  წასვლას. აქედან გამომდინარე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იტალიის შესახებ, რომელიც, ვთვლი, რომ ბევრ რამეში დაგეხმარებათ. თუ კი რომელიმე თქვენგანი იტალიაში სამოგზაუროდ წასვლას გეგმავს ვურჩევ წაიკითხოს პოსტი, რადგან აქ განვათავსე ტურისტებისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციაც.

მაშ ასე, იტალია უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ამავდროულად აქვს მრავალფეროვანი საზღვაო და სათხილამურო კურორტები. მდებარეობს ცენტრალური ევროპის სამხრეთში აპენინის ნახევარკუნძულზე. აკრავს ლიგურიის, ტირენის, ხმელთაშუა, იონის და ადრიატიკის ზღვები.

იტალიას ეკუთვნის შემდეგი კუნძულები: სიცილია, სარდინია, კაპრი, ისკია და სხვა პატარა კუნძულები.

ქვეყნის ტერიტორიაზე არის 2 მინი სახელმწიფო:  ვატიკანი და სან-მარინო.

დედაქალაქი: რომი
სახელმწიფო ენა – იტალიური
რელიგია – ძირითადი კათოლიზმი
დრო – GMT + 1
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
კლიმატი – ჩრდილოეთ იტალიაში ზომიერი ხმელთაშუა ზღვის კლიმატია. ტემპერატურა ზაფხულში საშუალოდ 30 გრადუსამდე ადის, ზამთარში კი 8 გრადუსამდე ეცემა. სამხრეთ იტალიაში სუბტროპიკული კლიმატია მშრალი და ცხელი ზაფხულით, ზაფხულის ტემპერატურა +40 გრადუსი და ზამთარში +12 გრადუსია.

ტრანსპორტი – საქალაქთაშორისო მიმოსვლისთვის განვითარებულია სარკინიგზო და ავტობუსებით მიმოსვლა. მეტრო არის შემდეგ ქალაქებში: რომი, მილანი, ტურინი, ნეაპოლი. საქალაქო ავტობუსებისა და ტრამვაის ბილეთების შეძენა ხდება წინასწარ ჯიხურებში და თამბაქოს მაღაზიებში. ტაქსით მგზავრობა იტალიაში საკმაოდ ძვირი ღირს და ქუჩაში დაჭერაც ძნელია. სასურველია წინასწარ გამოიძახოთ.

სასარგებლო ინფორმაცია  
სიესტა იტალიელების ეროვნული ტრადიციაა. თუ არ ჩავთვლით მსხვილ ტურისტულ ქალაქებსა და კურორტებს, შუადღეზე იტალიაში ყველაფერი იკეტება. დაახლოებით 14:00 – 18:00 შუალედში რესტორნები და მაღაზიები ისვენებს. შესაბამისად შუადღის ლანჩისთვის თადარიგი ადრე უნდა დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 19:00მდე მოგიწევთ ლოდინი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დატვირთულ ტურისტულ ცენტრებში მრავლად არიან ჯიბის ქურდები. უნდა ერიდოთ ასევე მოტოციკლისტებს, რომლებიც თვალისდახამხამებაში ახერხებენ ჩანთების წაგლეჯვას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s