გალერეა

ურანი

ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.
აფელიუმში მზიდან მანძილი 3 004 419 704 კმ -ს (20.08330526 ა.ე.) ტოლია, პერიფელიუმში 2 748 938 461 კმ ( 18.37551863 ა.ე.). ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის: 2 876 679 082 კმ (19.22941195 ა.ე.). ორბიტის ექსცენტისიტეტია 0.044405586, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი – 0°46´23″, გარემოქცევის სიდერული პერიოდია 84 წ 3 თვე 26 დღე.მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 6810 მ/წმ. მისი ეკვატორული დიამეტრია 51 120 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 49 960 კმ. ურანი დედამიწაზე 14,5 ჯერ მძიმეა.სიდერული ბრუნვის პერიოდია: 17 სთ 14 წთ 24 წმ. ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C (57 °K), მაქსიმალური -196 °C (77 °K).
ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s