გალერეა

დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა!

                                    

დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა და ვულოცავ პოლონელ ხალხს ამ დიდ დღესასწაულს!!!  

პოლონეთი (პოლ. Polska), ოფიცილაური სახელი პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska), – არის ცენტრალური ევროპის სახელმწიფო, დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა,ბელორუსი და ლიტვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. სწორედ ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რუსეთის ოლქიკალინინგრადი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 312,679 კვადრატულ კილომეტრს (120,726 კვ.მი),მთელს მსოფლიოში პოლონეთს ფართობის მხრივ 69-ე ადგილი უკავია, ხოლო ევროპაში მეცხრე. აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 38 მილიონ ადამიანს,მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ პოლონეთი 34-ე ადგილს იკავებს და მას ევროკავშირში ერთ-ერთი პირველი ადგილი აქვს.

პოლონეთის დაარსება იდენტიფიცირებულია ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებიდან, ეს მოვლენა მოხდა 966 წელს მიეშკო Iმმართველობის პერიოდში. მიეშკოს დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება, რომელმაც 1025 წლიდან 1569 წლამდე

იარსება.1569 წელს მოხდა გაერთიანება ლიტვის დიდი სამთავროსთან, ორ ქვეყანას შორის დაიდო ლუბლინის უნია, შექიმილ ახალ სახელმწიფოს ეწოდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.

1795 წელს მოხდა დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დაყოფა, ევროპის სამ სახელმწიფოს: პრუსიას, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიას შორის. პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში შეიქმნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკა. ამ სახელმწიფომ 1939 წლამდე იარსება, ამ წელს მესამე რაიხმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა ქვეყნის ოკუპირება. მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთში ტარდებოდა გერმანელების და საბჭოელების პოლიტიკა. მსოფლიო ომს ექვსი მილიონი პოლონელი შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აქ შეიქმნა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც სოციალისტური ბანაკის წევრი იყო და განიცდიდა საბჭოეთის გავლენას.

1989 წლის რევოლუციის შემდეგ, პოლონეთი გათავისუფლდა კომუნიზმისაგან. თანამდეროვე პოლონეთის ტერიტორია იყოფასავოევოდოებად (პოლ. województwo). პოლონეთი შესულია ევროკავშირში, ნატოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s