გალერეა

გეოგრაფიული გარსი

გეოგრაფიული გარსი (ლანდშაფტური გარსი) — დედამიწის გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსი რთული შედგენილობისა და აგებულებისაა. იგი მთლიანად მოიცავს ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს, ატმოსფეროში სტრატოპაუზამდე ვრცელდება, ხოლო დედამიწის ქერქში ჰიპერგენეზისის არით იფარგლება (ზოგჯერ ქვედა საზღვარს სტრატოსფეროს ძირზეც ატარებენ). მისი უდიდესი სისქე 40 კმ-მდეა. გეოგრაფიული გარსი განიცდის როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას.
გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროშიც და სივრცეშიც. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც (პერიოდული და ეპიზოდური). სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით. დედამიწის ზედაპირის ადგილობრივი თავისებურებები კიდევ უფრო ართულებს გეოგრაფიული გარსის სტრუქტურას და ქმნის მის აზონალურ, ინტრაზონალურ და პროვინციულ სხვაობებს.
გეოგრაფიული გარსი უაღრესად მდიდარია სხვადასხვა სახის თავისუფალი ენერგიით; ნივთიერება მასში ყველანაირ აგრეგატულ მდგომარეობაშია; აქ ხდება მზის სითბოს კონცენტრაცია. დედამიწაზე მხოლოდ გეოგრაფიულ გარსში ვხვდებით ორგანიზმებს, ნიადაგს, დანალექ ქანებს, რელიეფის ფორმებს და ადამინთა საზოგადოებას.
გეოგრაფიული გარსი ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ობიექტია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s