გალერეა

გეოგრაფიული რეკორდები

 

 

ჩერაპუნჯა – ველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. აქ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 12000 მმ-ს.


ატაკამას უდაბნო – ყველაზე მშრალი ადგილო მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2 მმ-ს, ზოგჯერ წვიმა რამდენიმე წელიწადსაც არ მოდის.

ქალაქ ტრიპოლის მიდამოები – ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა.


ოიმიაკონის ღრმული – ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი.


ანხელი    – ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი.

 

სტორმბოლი  ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.


აკონკაგუა – 
ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ.

გრენლანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².

არაბეთის ნახევარკუნძული – ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.

მარიანის ღრმული – ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.

ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი – ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა – მთა ოლიმპი – მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.

დატოვე კომენტარი