გალერეა

აჭარა


აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ – ხიხანი, მოგვიანებით – ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

  სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს – აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან – საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს

.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s