გალერეა

გურია

გურია – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით – ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. ამდენად გურია მოიცავდა ამჟამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას. გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის).პირელად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. დროს. როგორც მემატიანე წერს, “მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“. ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს. ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში “გურიანნი”, ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია.ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა. XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა. გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია.1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ. 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.
1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები.დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გურია მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს.

 

Advertisements

2 comments on “გურია

    • ხო, ჯერ მხოლოდ 5 დღის დაწებული მაქ.. :)) ხშირად შემოდით ხოლმე, ვეცდები ისეთი ინფორმაციები და კითხვები დავდო, რომლებიც გამოცდისთვის გამოგადგებათ.. ;)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s