გალერეა

აფხაზეთი

აფხაზეთი – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე. ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა. VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და მას სოხუმის ოლქი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s