გალერეა

ჩანჩქერი ანხელი

ანხელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. მისი სიმაღლე – 978 მეტრია, იგი მდებარეობს ვენესუელას გაუვალ ჯუნგლებში და სათავეს აუიან ტეპუის მთის წვერიდან იღებს.
ჩანჩქერი აღმოჩენილ იქნა XX საუკუნეში მკვლევარის ენრესტო სანჩეს ლა კრუსოს მიერ, თუმცა იგი ჯეიმს ანხელის აღმოჩენამდე საზოგადოების ფართო ფენებისათვის ცნობილი არ იყო. პირველად ანხელმა აღნიშნული ჩანჩქერი 1933 წელს იხილა მადანის ძიების დროს, მიმდებარე ტერიტორიის თვითმფრინავიდან დათვალიერებისას.
4 წლის შემდეგ ანხელმა ჩანჩქერის გარშემო ფრენა კვლავ განაახლა ბორტზე სამ მგზავრთან ერთად, რომელთაგან ერთ–ერთი მისი მეუღლე იყო. ფრენის დროს თვითმფრინავი დაზიანდა და ანხელს მისი დასმა მთის აუიან ტეპუის წვერზე მოუწია და მას შემდეგ 33 წლის განმავლობაში იმ ადგილას იყო განთავსებული, ვიდრე ვერტმფრენის საშუალებით იქიდან წამოღება არ მოხერხდა.
ანხელმა და მისმა სამმა კომპანიონმა ჩანჩქერიდან ჩამოსვლა და ცივილიზაციასთან დაბრუნება შეძლეს, რასაც 11 დღე დასჭირდა. ამ გმირულ შემთხვევასთან დაკავშირებით სწორედ მფინავის სახელი ეწოდა ჩანჩქერს. ამჟამად ანხელის თვითმფრინავი მარაკაეს მუზეუმშია განთავსებული, ხოლო მისი კოპია მთის მწვერვალზე.  

სანამ ცოცხალი ხარ, ეს ნამდვილად უნდა ნახო კაცმა!   ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ. 😉 😉

 

 

Advertisements

One comment on “ჩანჩქერი ანხელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s