გალერეა

სუპერ უჯრედების ქარი

რა წარმოქმნის ტორნადოს და როგორ სწავლობენ მის ბუნებას?

იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, შესაძლოა, სულ ცოტა ხნით მსოფლიოს დაავიწყდა ტორნადოების სერია, რომელიც წლიდან წლამდე უტევს სხვადასხვა კონტინენტს, განსაკუთრებით კი ამერიკას, სადაც წელიწადში საშუალოდ 80 ადამიანი ეწირება მას. ინგრევა ნაგებობები, მიწასთან სწორდება ქალაქები, ქრებიან სულიერები. მეცნიერება სწავლობს ამ მოვლენას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს, შესაბამისად, თავდაცვის მექანიზმებიც არასრულყოფილია.

და მაინც, რა ვიცით მის შესახებ, როგორია დასკვნები ტორნადოს გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით და შეგვიძლია თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარება… ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად პერმანენტულად მიმდინარეობს კვლევები.

სტიქიური უბედურებით გამოწვეული დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სტქიური მოვლენის პროგნოზირება შეიძლება და/ან მისი მახასიათებლები საფუძვლიანად არის შესწავლილი. სანდო პროგნოზის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარ იქნას მიღებული უსაფრთხოების ზომები. თუ სტიქიური მოვლენის პარამეტრები კარგად არის შესწავლილი, შესაძლებელია ისეთი შენობების აგება, რომლებიც არ დაზიანდებოდა სტიქიური უბედურებისას. სტიქიურ უბედურებათა იმ რიცხვს, რომლის ზუსტი პროგნოზი ჯერჯერობით შეუძლებელია, მიეკუთვნება ტორნადო. მეცნიერები სწავლობენ ტორნადოს პარამეტრებს დედამიწასთან ახლოს იმისთვის, რომ დააზუსტონ, რამდენად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს იგი. ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში რვაასი ტორნადოს დაკვირვება შეიძლება და მათ ეწირება დაახლოებით ოთხმოცი ადამიანი.

ტორნადო ფიქსირდება ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ტორნადოს მოქმედება ძლიერია გაშლილ ადგილებში. მისი წარმოქმნის მექანიზმი სრულყოფილად არ არის შესწავლილი. ასე რომ, მისი პროგნოზირება ძალზე რთულია. ტორნადოს წარმოქმნის ე.წ. ტორნადოს წარმომქმნელი ჭექა-ქუხილი. თავის მხრივ, ტორნადოს წარმომქმნელი ჭექა-ქუხილის ადგილები წარმოიქმნება ჰაერის სხვადასხვა ტიპის ნაკადების ურთიერთქმედებით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ე.წ. „ტორნადოების ხეივანში”, ტორნადოს წარმომქმნელი ჭექა-ქუხილი წარმოიქმნება მექსიკის ყურიდან წამოსულ ნოტიო, თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივ, მშრალი ჰაერის მასებთან. ჰაერის მასების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება მბრუნავი ღრუბლები.

ინტენსიურად მბრუნავი ჭექა-ქუხილის ღრუბლები წარმოქმნიან „სუპერ უჯრედს”. „ტორნადოს ხეივანში წარმოიქმნება” დედამიწაზე ყველაზე მეტი „სუპერ უჯრედი”. „სუპერ უჯრედი” განაპირობებს ჰაერის მბრუნავი სვეტის წარმოქმნას. თუ ეს სვეტი შეეხება დედამიწას, მაშინ წარმოიქმნება ტორნადო. ტორნადოებზე დაკვირვებას და მათ შესწავლას ართულებს ის გარემოებაც, რომ ათასი ჭექა-ქუხილის ღრუბლიდან მხოლოდ ერთმა შეიძლება წარმოქმნას „სუპერ უჯრედი”, ათი „სუპერ უჯრედიდან” მხოლოდ ერთმა შეიძლება წარმოქმნას ტორნადო. ამიტომ რთულია წინასწარ დაკვირვების ადგილის შერჩევა.

ეს კაცი ნორმალური არაა! 😀

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s