გალერეა

თურქეთი ბოსფორის ყურეს ახალი არხით განტვირთავს

თურქეთი გემებით გადატვირთული ბოსფორის ყურის განტვირთვას  მისი დუბლიორი-არხის აშენებით აპირებს.

ახალი არხი, რომელსაც “სტამბულის არხი” დაერქმევა, XXI საუკუნის უმსხვილესი პროექტი გახდება და სუეცისა და პანამის არხზე დიდი იქნება. არხი შავ ზღვას მარმარილოს ზღვას დაუკავშირებს, მისი სიგრძე 140-150მ, სიღრმე კი 25 მეტრი იქნება და დღეში 160 გემისა და ნავთობის ტანკერების გაშვებას შეძლებს. პროექტის დასრულება თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთვის, ანუ, 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.
ბოსფორის ყურეში ყოველდღიურად 139 მილიონი ტონა ნავთობი, 3 მილიონი ტონა ქიმიკატი და 4 მილიონი ტონა თხევადი გაზი გადააქვთ, რაც სანაპიროსთან მცხოვრები და მომუშავე 2 მილიონი ადამიანისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თანაც, ყურე მუდამ გემებით გადაჭედილია და ტვირთბრუნვა ამ პრობლემის გამო სისტემატურად ყოვნდება.
ახალი არხის აშენება რუსეთსა და უკრაინასაც აწყობს. დატვირთული რუსული გემები შავი ზღვიდან სუეციის არხის მეშვეობით ტვირთს აზიის ქვეყნებში უპრობლემოდ გაიტანენ. ახალმა არხმა შესაძლოა ნავთობსადენების  მშენებლობებს ზრდაც დააჩქაროს, რადგან უახლოეს წლებში კასპიის უდიდესი საბადოები მაქსიმალურ მოპოვებაზე გავლენ, რაც შესაბამისად, თურქეთის არხებზე მოთხოვნას უფრო გაზრდის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s