გალერეა

ევროპის კონტინენტი

ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის დაჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის,სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ.
 მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი “შვიდეულიდან”. იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. 
 რელიეფი საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 4808 მ (მთა მონბლანი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია —აღმოსავლეთ ევროპის, შუაევროპის, შუადუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის ბასეინი), მთებს უკავია ტერიტორიის 17%. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.
ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა, ჩრდილოეთი დვინა,ოდრა,ელბა, რაინი, ლუარა, რონა,  ტახო.
 დიდი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.
ბუნებრივი ზონები. არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები,

 სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.
ქვეყნები – ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია (2004 წლის შეფასებით, რუსეთისა და თურქეთის გაუთვალისწინებლად): გერმანია — 82 მლნ, საფრანგეთი — 64.5 მლნ, გაერთიანებული სამეფო — 60.5 მლნ, იტალია — 59.5 მლნ, უკრაინა — 48 მლნ, პოლონეთი — 39 მლნ.
ქალაქები – ევროპის უდიდესი ქალაქებია: მოსკოვი — 13,6 მლნ, ლონდონი — 11,8 მლნ, პარიზი — 11,6 მლნ, სტამბოლი- 10,9 მლნ, მადრიდი — 5,6 მლნ, სანკტ-პეტერბურგი 5,6 მლნ, ბერლინი — 4,2 მლნ.
ეთნოსები – ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: გერმანელები — 90 მლნ, იტალიელები — 66 მლნ, ფრანგები — 48 მლნ, ინგლისელები — 48 მლნ, უკრაინელები — 46 მლნ, პოლონელები — 44 მლნ.
რელიგია – ევროპის ტერიტორიაზე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული. მათგან 23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, …), 10 ქვეყანაში — მართლმადიდებლური (რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო), 9 ქვეყანაში — პროტესტანტული (გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია, …), ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო).
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s