გალერეა

გალაქტიკა

გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი, მტვრის, და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან რამდენიმე ტრილიონამდე ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკების დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% ამოუცნობ შავ მატერიებზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა, ესენია: ელიპტიკური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.
ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, წარმოადგენს დისკოვან სპირალურ გალაქტიკას, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკია (ანუ 100 000

სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.
ძალიან ცოტაა ისეთი გალაქტიკების რიცხვი რომლებიც სხვებისგან გამოყოფილია, ისინი ხშირად ჯგუფებად არიან დაყოფილი. ჯგუფში შეიძლება შედიოდეს დაახლოებით ორმოცდაათი გალაქტიკა. არსებობს უფრო დიდი ზომის “ოჯახი”, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმალობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურას კოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიპტიკური გალაქტიკა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s