გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორია და მნიშვნელოვანი თარიღები

დედამიწის სფერულობის შესახებ პირველი მოსაზრება ძველ ბერძენ მეცნიერს არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ის 384–322 წ.წ) ეკუთვნის, რომელიც ამ დასკვნამდე მთვარის დაბნელებაზე დაკვირვებამ მიიყვანა.
ძველმა ბერძენმა მეხნიერმა ერატოსთენემ (ძვ.წ.აღ–ის 276–194 წ.წ.) პირველმა შედარებით ზუსტად განსაზღვრა დედამიწის ზომები.
მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენები 15–17 საუკუნეებში განხორციელდა. ამ პერიოდს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქასაც უწოდებდნენ.
1418 წელს პორტუგალიელი პრინცის თაოსნობით მსოფლიოში პირველი გეოგრაფიული ინსტიტუტი დაარსდა.
მე–8 საუკუნეში იტალიელმა ვაჭარმა და მოგზაურმა მარკო პოლომ ვენეციიდან ჩინეთში იმოგზაურა. სამშობლოში დაბრუნებისას, მისი ნაამბობის საფუძველზე რუსტიჩიანო პიზანელმა 1298 წელს დაწერა “მარკო პოლოს წიგნი”. მარკო პოლომ ევროპელებს გააცნო ჩინეთის ბუნება, აღწერა მის მიერ გავლილი გზა.
წარმოშობით იტალიელი ქრისტეფორე კოლუმბი ჯერ პორტუგალიის, მოგვიანებით კი ესპანეთის ფლოტში მსახურობდა. იგი ესპანეთის დედოფლის ბრძანებით წავიდა ექსპედიციაში დასავლეთის მიმართულებით – ინდოეთისკენ საზღვაო გზის აღმოსაჩენად. 1492 წლის აგვისტოში 3 გემისგან შემდგარი ესკადრა კოლუმბის მეთაურობით ესპანეთის ნავსადგურიდან სამოგზაუროთ გავიდა. რამდენიმე თვის ცურვის მერე მათ ხმელეთს მიაღწიეს. ეს ცენტრალური ამერიკის კუნძულები იყო, თუმცა კოლუმბს სჯეროდა რომ ეს ინდოეთი იყო და ამიტომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ინდიელები ეწოდათ.
1497 წელს ვასკო დე გამა პორტუგალიის მეფის ბრძანებით აღმოსავლეთით, ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის საძებნად გაემართა. ევროპისთვის ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s