გალერეა

კუნძული გრენლანდია

This gallery contains 2 photos.

გრანლანდია  — კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან. მსოფლიოს უდიდესი კუნძუ ლი, ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია. გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძლია. ფართობი — 2 166 086 კმ². მოსახლეობა (2005, აღწ.) — 56 375 ადამიანი, მათ შორის 90% – ესკიმოსები. 1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, 1814 წელს კი დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა … Continue reading

გალერეა

საქართველოს ნაკრძალები

This gallery contains 3 photos.

საქართველოში ბუნების დაცვითი ტერიტორიების გავრცელებული ფორმაა: ნეკრძალები, აღკვეთილები, ეროვნული პარკები და ბუნების ძეგლები. ნაკრძალი ის ტერიტორიაა(ან აკვატორია), რომელიც იქმნება მოცემული რეგიონის ტიპიურ ან უნიკალურ ლანდშაპტში, რომელიც კანონმდებლობით მუდმივად ამოღებულია სამეურნეო სარგებლობის ფონდიდან. ნაკრძალის დანიშნულებაა მცენარეთა და ცხოველთა ბუნებრივი სტანდარტების შენახვა … Continue reading

გალერეა

საქართველოს მინერალური რესურსები

This gallery contains 4 photos.

საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8% წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის) საბადოს, 30.9% _ ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.,2% _ გამოვლინებას.                              … Continue reading

გალერეა

გეგის ჩანჩქერი

This gallery contains 1 photo.

გეგის ჩანჩქერი – ჩანჩქერი აფხაზეთში, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკად გეგაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 530 მეტრზე. მდინარე გეგა თავისი დინების ერთ–ერთ მონაკვეთში ხვდება კარსტულ ნაპრალში, მიწისქვეშა დერეფნების გავლის შემდეგ გადმოედინება კლდის შუაგულიდან და ქმნის საოცრად ლამაზ ჩანჩქერს, რომლის წყალიც ძალიან ცივია, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ზაფხულის ბოლომდე … Continue reading

გალერეა

ჩანჩქერი “ნიაგარა”

This gallery contains 4 photos.

ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების … Continue reading

გალერეა

რიწის ტბა(Lake Ritsa)

This gallery contains 4 photos.

რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა არის ტბა  აფხაზეთში, საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49 კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე … Continue reading

გალერეა

ვარშავა(Warszawa)

This gallery contains 7 photos.

ვარშავა (სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa – დედაქალაქი ვარშავა) – პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოსდედაქალაქია. მოსახლეობა შეადგენს დაახ. 1.716 855 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი — 2,631,902 ადამიანს. ქალაქი ადმინისტრაციულად 18 რაიონად იყოფა. ვარშავა მრავალი ინდუსტრიის … Continue reading

გალერეა

გეოგრაფია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV ს. – XVII ს.)

This gallery contains 2 photos.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა. ყველაფერი ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობით დაიწყო და გაგრძელდა XIX საუკუნის დასასრულამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იყო. ამ პერიოდში დაზუსტდა დასახლებული კონტინენტების მოხაზულობა, გამოკვლეულ იქნა ხმელეთის ზედაპირის დიდი ნაწილი. მან ახალი მასალა მისცა … Continue reading

გალერეა

ეს უნდა იცოდე!

This gallery contains 8 photos.

1. ევერესტი(ჯომოლუნგმა) – ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ადგილი დედამიწაზე. 2. ეკვატორის ძეგლი სახელმწიფო ეკვადორში.(პირობითად ამ ადგილზე გადის დედამიწის შუახაზი – ეკვატორი) 3. მაჩუ – პიქჩუ – ინკების დაკარგული ქალაქი ანდებში. 4.  Burj Dubai – მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. 160-სართულიანი შენობის სიმაღლეა … Continue reading

გალერეა

სათაფლიის კარსტული მღვიმეები

This gallery contains 5 photos.

სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი, მდიდარია როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული … Continue reading

გალერეა

ჰუდსონის ყურე – ყინულის ტომარა

This gallery contains 4 photos.

ჰუდსონის ყურე (ფრანგ. baie d’Hudson), — ხმელთაშუა ზღვა ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეშია. იგი  ღრმად არის შეჭრილი კანადის ტერიტორიაში. ფართობი შეადგენს — 1,23 მლნ კმ² . არის ყველაზე დიდი ყურე ჩრდილო-აღმოსავლეთ კანადაში. მის სანაპიროებზე გაშენებულია კანადის პროვინციები და ტერიტორიები: ონტარიო, კვებეკი, მანიტობა … Continue reading

გალერეა

გოლფსტრიმის თბილი დინება

This gallery contains 3 photos.

გოლფსტრიმი (ინგლ. gulf stream) — თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე. საკუთრივ გოლფსტრიმი იწყება ფლორიდის სრუტის სამხრეთ ნაწილში და ვრცელდება დიდი ნიუფაუნდლენდის მარჩხობამდე. მისი წარმოშობის მიზეზია … Continue reading

გალერეა

შავი ზღვის ნავთობით დაბინძურება (ეკოლოგია)

This gallery contains 2 photos.

შავი ზღვის სანაპირო ეკოსისტემას გამუდმებით ემუქრება ნავთობისაგან დაბინძურების საფრთხე. ამჟამად, ნავთობით დაბინძურების დონე მაღალი არ არის ღია ზღვაში, იმ დროს, როცა მისი დონე მკვეთრად იმატებს სანაპირო ზოლში და მდინარის შესართავებთან, რაც მიუღებელია. ნავთობის ზღვის გარემოში ჩაღვრა ხდება გემებიდან მისი ავარიული … Continue reading

გალერეა

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა მსოფლიოში

This gallery contains 3 photos.

ტიტიკაკას ტბა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა და მდებარეობს ზღვის დონიდან 3.812 მეტრზე. ამავე დროს, ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა (სიღრმე 281 მ, ფართობი 58.000 კმ2). მიუხედავად ასეთ სიმაღლეზე … Continue reading